Wednesday, June 26, 2013

გაჭედილი

სოფელი გაჭედილი ბალდასთან ახლოს მდებარეობს.


ამ ადგილს "საგუბარს" ეძახიან, აქ მდინარე აბაშაა დაგუბებული, რათა აბჰესი წყლით მოამარაგოს. ამ ადგილას შეგიძლიათ სამახსოვრო ფოტოს გადაღება.
საგუბარი

საგუბარი





ნავით გასეირნება






ამ ადგილიდან დაახლოებით სამას მეტრში მდებარეობს გაჭედილის მთავარი ღირსშესანიშნაობა - აბაშის კანიონი. ამ ადგილს "ოფუცხოუს" ეძახიან. ეტყობა, იმ ადგილებში ადრე ფოცხვრები ბინადრობდნენ. აქ ნავით შეგიძლიათ გასეირნება, 6 კაცი 25 ლარი დაგიჯდებათ. აქვე შეგიძლიათ ისაუზმოთ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.  როგორც ხედავთ, აქვეა მშვენიერი საბანაო ადგილები.



აბაშის კანიონი

დინოზავრის ნაკვალევი


ამ მდინარის ხეობამ მსოფლიო აალაპარაკა, რამდენიმე წლის წინ აქ დინოზავრის ნაკვალევი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც "ინტერნეტი გამოჭედილი იყო გაჭედილით".


აბაშის კანიონი

დიანა ბჟალავა, XI კლასი

1 comment:

  1. ჯერ ერთი, რომელმა გაჭედილმა გადათარგმნა ტოპონიმი და გოჭკადილს "გაჭედილი" დაარქვა?
    მეორეც, მანდ მარტო დინოზავრის ნაკვალევი კი არ აღმოაჩინეს, არამედ მთელი ჩონჩხია ჩაკირული კლდეში. ცოტა ძნელი მისასვლელი კია.
    მესამეც, მაგარი ადგილებია. მაგარი ადგილები ყველგანაა, განა არა, მარა სამეგრელო ფორევა!:)

    ReplyDelete