პროექტის ანგარიში


აღნიშნული პროექტი ბალდის საჯარო სკოლაში 2012-2013 სასწავლო წლების დაწყებისას დაიგეგმა. გასულ სასწავლო წელს განხორციელებულმა ექსკურსიებმა და ლაშქრობებმა გადაგვაწყვეტინა, დაგროვილი მასალა სხვებისთვის გაგვეზიარებინა. მას პროექტის სახე მივეცით. მოსწავლეებს დავავალე როგორც ინტერნეტში, ასევე შინ მოეძიებინათ ინფორმაცია იმ ადგილებზე, რომლებსაც ესტუმრნენ. გაზაფხულზე, როცა ლაშქრობისთვის შესაფერისი ამინდები  დადგა, კვლავ ვესტუმრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილს. საბოლოოდ, ჩვენ დაგვიგროვდა შემდეგი ექსკურსიების დროს შეგროვილი ფოტომასალები:
2011-2012 სასწავლო წლები:
2011 წლის დეკემბერი: - ექსკურსია მარტვილის მონასტერში
2011 წლის დეკემბერი - ექსკურსია დიდ ჭყონსა და სალხინოში.
2012 წლის მაისი - ლაშქრობა მოთენასა და ოქაჯეში
2012 წლის ივნისი - ლაშქრობა მარტვილის ჩანჩქერებზე

2012-2013 სასწავლო წლები:
2013 წლის 9 მაისი - ექსკურსია და ლაშქრობა წაჩხურუს მონასტერში
2013 წლის 19 მაისი - ლაშქრობა ონიორე-ტობა-კაღუს ჩანჩქერებზე
2013 წლის 14 ივნისი - ლაშქრობა მდინარე აბაშის კანიონში

იმედია, ტურისტი, რომელიც გადაწყვეტს მარტვილში სტუმრობის წინ მოიძოს ინფორმაცია ადგილობრივ ღირსშენსანიშნაობებზე, ჩვენს ბლოგს ეწვევა და მცირე დახმარებას გაუწევს ტურისტული მარშრუტის დაგეგმვაში.

No comments:

Post a Comment