ეწვიეთ მარტვილს!
პროექტის სახელწოდება: ეწვიეთ მარტვილს!
პროექტის მთავარი იდეა: შევთავაზოთ მარტვილში ჩამოსულ ტურისტებს ზოგიერთი ღირსშესანიშნაობის დათვალიერება.
პროექტის აქტუალობა: საქართველოში მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი დარგი ტურიზმია, ბოლო წლებში ტურისტების რაოდენობამ მარტვილშიც იმატა. ჩვენი პროექტი შეეცდება მარტვილში ჩამოსულ ვიზიტორებს დახმარება გაუწიოს, რათა მათ საინტერესო მარშრუტი დაგეგმონ.
მონაწილეთა ასაკი: 10-17 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: 12 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიცნობენ თავიანთი მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს, ისწავლიან ტურისტული გზამკვლევის შედგენას. მათი ნამუშევარი კი ხელს შეუწყობს ტურისტების ინფორმირებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ლიტერატურა მარტვილის შესახებ.
პროექტის მსვლელობა: ა) მოსწავლეებთან ერთად მოეწყობა ექსკურსიები და ლაშქრობები მარტვილსა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ბალდა, გაჭედილი, დიდი ჭყონი, სალხინო). გადაუღებენ ფოტოებს ძირითად ობიექტებს; ბ) ასევე სხვადასხვა წყაროებში შეაგროვებენ ინფორმაციას ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების შესახებ; 3) შეიქმნება ბლოგი, სადაც განთავსდება აღნიშნული ინფორმაცია.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გამოიმუშავებენ ინფორმაციის მოძიების, მისი დახარისხების და ანალიზის უნარებს, ასევე მოსწავლეს შეძლებენ გააანალიზონ საქართველოში მეურნეობის სტრატეგიული დარგი და მისი განვითარების პერსპექტივა.
პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა მანიაპროექტის ბლოგი: martvili2.blogspot.com
No comments:
Post a Comment